fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

12:52 ნოემბერი 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
808
ნახვა

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. სახელმწიფო შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ახალი ტურისტული ატრაქციის მოწყობის ბიუჯეტი 100 000 ლარია.

მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე, ტურისტული მარშრუტის მოსაწყობად ბილიკზე, სადაც ვიზიტორებმა უნდა გაიარონ, მოეწყო საინფორმაციო დაფები, ასევე აიყვანეს თანამშრომლები, შეიძინეს ავტობუსი გადაადგილებისთვის, იქვე გაიხსნა სუვენირების მაღაზია.

„ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.

ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.

ამ, საკმაოდ უჩვეულო და შთამბეჭდავი მარშრუტის გავლის შედეგად, ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს.

ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს და ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 20 ლარია, თუმცა სტუდენტებზე, შშმ პირებსა და 6 წლამდე ასაკის მოზარდებზე შეღავათები ვრცელდება“, – ამბობს იგი და იქვე დასძენს, რომ მარშრუტით დაინტერესება ძალიან დიდია.

აღსანიშნია, რომ ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული მარშრუტით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, გარდა ორშაბათისა. ტური იმართება მხოლოდ 5 ან მეტი ვიზიტორის შემთხვევაში.

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, რომლიც განხორციელებაც წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება, ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, იგეგმება ვირტუალური სივრცის დარბაზის მოწყობა, სადაც მსურველებს შეეძლებათ, მოინახულონ ენგურჰესის ის მონაკვეთები, სადაც მისვლა ნებადართული არ არის.

 

ავტორი: თეა შონია

თეგები: ენგურჰესი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

„ენგურიჰესი“ მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აპრილი 7, 2021
828
საზოგადოება

„ენგურჰესის დირექტორი“ – სამუშაოები უკვე დამამთავრებელ ეტაპზეა

მარტი 29, 2021
831
საზოგადოება

ყველამ, ვინც სამეგრელოში ცხოვრობს, კარგად იცის, რომ ენგურჰესის მშენებლობით აშენდა მთელი ეს მხარე – ირაკლი ღარიბაშვილი 

მარტი 29, 2021
812

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია