„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი სამართალდამცველებმა ურეხის სასაფლაოზე შესვლის მცდელობისას დააკავეს. მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.
შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში პირი 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმდება.
აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.








