აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის თქმით, აშშ-ში კარანტინის საჭიროება, ვირუსის თავიდან არიდების მიზნით, საჭირო აღარ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ france24-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, რომ უკან, მკაცრი კარანტინის პირობებში დაბრუნების აუცილებლობა აღარ არის. ახლა ჩვენი მიზანია უკეთ გავაკონტროლოთ ის არეალები, სადაც ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული“,- განაცხადა ფაუჩიმ.
ენტონი ფაუჩის თქმით, იქ სადაც კორონავირუსის შემთხვევები საერთოდ აღარ ფიქსირდება, სკოლის გახსნის პრობლემაც არ იქნება.











