აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი მშობლებს აფრთხილებს.
ინფორმაციას ამის შესახებ nypost-ი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ბავშვები ერთმანეთთან თამაშის დროს, შესაძლოა, მარტივად დაინფიცირდნენ ვირუსით, თუ ისინი პირბადეს არ ატარებენ.
„ვიცით, რომ ვირუსით ბავშვებიც ინფიცირდებიან. ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი პირბადეს ატარებენ, როდესაც თანატოლებთან სათამაშოდ ან ხალხმრავალ ადგილას მიდიან“,- განაცხადა ფაუჩიმ.











