“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად არც თუ ისე სახარბიელოა”, ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
ჯანდაცვის ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდია ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაიზარდა.
„ჩვენ შეგვიძლია პანდემია მხოლოდ იმ შემთხვევაში დავამარცხოთ, თუკი მასობრივი ვაქცინაცია იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა.








