დღეს კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს კარგია მაგრამ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის.
„მოგეხსენებათ შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს. ეს 110 შემთხვევა, რა თქმა უნდა, რეალური არ არის. თუმცა, ახალი შემთხვევების კლებასთან დაკავშირებით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია,“ – განაცხადა გამყრელიძემ.











