დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდსიტუაციის სერიოზულად გაუმჯობესებამდე ძალიან შორს ვართ. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
“ტენდენცია არის კლებისა და ეპიდსიტუაციის დამშვიდებისკენ, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვართ, იმისგან, რომ ვთქვათ – ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება.
ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, რაზეც რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: ერთი, ის რომ საკმაოდ ინტენსიურია აცრების რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში, მეორე, ის შეზღუდვები, რაც დაწესდა და მესამე დაკავშირებულია ვირუსის ბიოლოგიურ ციკლთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, პირველ სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 3 886 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 74 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.45%-ია.











