ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, ბოლო მომენტში კი ისინი ამის ნებას აღარ გვრთავენ, – ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
При этом до нынешнего момента врачи говорили, что готовы санкционировать транспортировку. Именно поэтому мы в кратчайшие сроки ее организовали. Теперь, в последний момент, врачи не дают разрешение. Это решение, конечно, принимали не они, а Кремль
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) August 21, 2020
„ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, რის გამო ჩვენ ორგანიზება უმოკლეს დროში განვახორციელეთ. ახლა კი, ბოლო მომენტში, ექიმები ამის ნებას არ გვრთავენ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არა მათი, არამედ კრემლის მიღებულია“, – წერს კირა იარმიში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადასაყვანად გერმანიიდან თვითმფრინავი გაგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვიტოს მოხვდა. წინასწარი ვერსიით, ის მოწამლულია.











