ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო. ამას ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ, რადგან ექიმების გადამზადებასა და მომზადებას მრავალი წელი სჭირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს რიგებს აკლდება გმირი ექიმები. მივმართავთ ისეთ ღონისძიებებს, როგორც ადგილზე, ასევე ჯანდაცვის სამინსიტროს მხრიდან, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მინიმალურად დაზიანდნენ ექიმები.
ამ ეტაპისთვის დეფიციტი არ არის, ჩვენი ექიმები კოვიდ-კლინიკებს სრულად ფარავენ“, – განაცხადა მინისტრმა.











