ბულგარეთის ფეხბურთის ერთ-ერთი გუნდის, Tsarsko Selo-ს მცველმა, მარტინ კავდანსკიმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ითამაშა. თუმცა, კანდანსკიმ არ იცოდა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა. ინფორმაციას sportstar.thehindu ავრცელებს.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ლაბორატორიის ექიმებმა ტესტირების დროს შეცდომა დაუშვეს.
ექიმებმა ბულგარეთის საფეხბურთო კავშირს აცნობეს, რომ მატჩის წინ ჩატარებული ტესტების პასუხები უარყოფითი იყო.
მოგვიანებით, ექიმებმა აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს და კავდანსკის პასუხი კორონავირუსზე დადებითი იყო.
შედეგად, კორონავირუსით 20-მდე ფეხბურთელი დაინფიცირდა. ვირუსი დაუდგინდა Tsarsko Selo-ს მფლობელსაც.











