„ახლა ექიმების წინააღმდეგ წარმართული კამპანია, ვირუსის მხარეს დგომას ნიშნავს“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძე ამბობს ექიმებზე თავდასხმა ახა ყოვლად დაუშვებელია.
„ახლა არ არის იმ ადამიანებზე თავდასხმის დრო, რომლებიც არიან ჯარისკაცები ამ საქმეში, ექიმებზე მაქვს საუბარი. შეიძლება გააკრიტიკო, ბევრი რამ ილაპარაკო, მაგრამ როდესაც კამპანიას გააჩაღებ ამ ადამიანების წინააღმდეგ, ეს ნებსით ნუ უნებლიეთ გამოდის ვირუსის მხარეს დგომა. გადაივლის ეს ყველაფერი და შემდეგ უნდა გააკრიტიკონ და რაც უნდა ილაპარაკო, მაგრამ დღეს ეს ყოვლად დაუშვებელია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











