შეგეძლო კიდევ მეტი გაეკეთებინა რომ ეს არ მომხდარიყო? ეს კითხვა ექიმს, როდესაც პაციენტი იღუპება, ყოველთვის აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „მაესტროს“ ეთერში კოვიდინფიცირებულების გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა.
„ყოველ დილას, საკოორდინაციო საბჭოდან ვიგებდით გარდაცვლილების სტატისტიკას, მათზე პერსონალურ ინფორმაციას და ძალიან რთულია, როდესაც ბევრი ნაცნობი ადამიანის სახელს და გვარი გესმის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და კიდევ ერთხელ ყველა გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, შენ შენს წილ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობ თითოეული გარდაცვლილის და მისი ოჯახის წინაშე. შეგეძლო კიდევ მეტი გაეკეთებინა რომ ეს არ მომხდარიყო? ეს კითხვა ექიმს, როდესაც პაციენტი იღუპება, ყოველთვის აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი ემსხვერპლა.











