იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს კორონავირუსზე ვაქცინაცია, უკვე ჩატარებული აქვს, ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების ექსპერტები, მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მაინც მოუწოდებენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ AstraZeneca-ის ვაქცინა არამხოლოდ დაავადების სიმწვავეს, არამედ მის გავრცელებასაც ამცირებს. ექიმები საზოგადოებას სიფრთხილის გამოჩენას სთხოვს.
„ჯერ კიდევ, ბევრი რამ არ ვიცით“ – განაცხადა ალაბამას უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ექიმმა, რიკარდო ფრანკომ.
ექსპერტების თქმით, საზოგადოებამ ვირუსის მაქსიმალურად შესაკავებლად უნდა გააგრძელოს თავდაცვითი ინსტრუქციების გათვალისწინება – სოციალური დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, პირბადის ტარება და ა.შ.











