fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ექსპერტიზის დაკვნით, კასპში მოკლულ 34 წლის მამაკაცს კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა

16:15 მაისი 28, 2021
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
903
ნახვა

კასპში მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.

ექსპერტიზის დასკვნღუნაშვილის გარდაცვალება კისერში მიყენებულმა მრავლობითმა – 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტმა ჭრილობამ გამოიწვია.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის მისმა მეუღლემ – ქეთევან ჩხაიძემ, რომელიც ახლა დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული, თავში საგნის ჩარტყმით მოკლა, გამოირიცხა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ღუნაშვილისთვის მიყენებული ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, დამდგარი შედეგი თხემ-კეფის მიდამოში მიყენებულ დაჟეჟილ ჭრილობასთან კავშირში არაა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექპსერტიზის დასკვნის თანახმად, ნოდარ ღუნაშვილი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამავე დასკვნის მიხედვით, სისხლში მხოლოდ ერთი ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა, რაც შეეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ის ღუნაშვილს მიღებული არ ჰქონდა.

„ნოდარ ღუნაშვილის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, კისრის მიდამოში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად, მარჯვენა შიდა საუღლე ვენის და ზემო ფარისებრი არტერიის დაზიანებით. ნოდარ ღუნაშვილის გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები: კისრის წინა, მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე ნაკვეთი ჭრილობების, მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენის და ზემო ფარისებრი არტერიის დაზიანების, თხემ-კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობების, ქალას რბილ-საფარის შიგნითა ზედაპირზე სისხლჩაქცევის, სხეულზე ნაჭდევებისა და მრავლობით ნაკაწრების სახით. ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში. ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები – განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის(საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. დაჟეჟილი ჭრილობებიდან ნაჭდევები – განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის(საგნების) მოქმედებით. ნაკაწრები – განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის(საგნების) წვეტის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის(საგნების) შემხები ზედაპირის მოქმედების შედეგად. ყველა დაზიანება ცოცხალ პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში, ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. კისრის მიდამოში არსებული დაზიანება (შიგნითა საუღლე ვენის დაზიანებით) ცოცხალ-პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. სხვა დანარჩენი დაზიანებები, ცოცხალ პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში ატარებენ მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექპსერტიზაზე წარმოდგენილ, ნოდარ ღუნაშვილის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება – ტეტრაჰიდროკანაბინოლი. სისხლში არ აღმჩნდა ნარკოტიკული საშალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სასამართლო სამედიცინო დიაგნოზი: მწვავე სისხლნაკლებობა, მრავლობითი – 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები კისრის მიდამოში“, – ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

ცნობისთვის, 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი – ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე – 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

თეგები: მკვლელობანოდარ ღუნაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

იანვარი 30, 2022
772
მთავარი ამბავი

ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

დეკემბერი 9, 2021
855
სამართალი

ერთი ძმის მკვლელობისთვის და მეორე ძმის დაჭრისთვის სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებული დააკავეს

ოქტომბერი 17, 2021
843

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია