fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ექსპერტიზის შედეგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა – შს მინისტრის მოადგილე

00:53 ივლისი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 11 ივლისს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

„უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ქმედების გარშემო სიმართლის და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად ექსპერტიზა და ასევე, ექსპერტიზის შედეგები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება. თუ არ ჩატარდა ექსპერტიზა, გამორიცხულია, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, კონკრეტულად რა მოხდა, რამ გამოიწვია ამა თუ იმ პირის გარდაცვალება, და ჩვენ ეს წარსულ საქმეებშიც ძალიან კარგად ვნახეთ. ექსპერტიზის შედეგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

ერთ საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას, კანონში პირდაპირ და ცალსახად წერია, რომ გამოძიების დადგენილება, რომელიც ამ საქმეზე გამოცემული იყო, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ყველასთვის სავალდებულოა შესასრულებლად, შესაბამისად, გარდა ამისა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც მიიჩნევს, რომ ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში, თუნდაც ოჯახის წევრების გარკვეული მოსაზრებები შეიძლება რაღაც დონეზე უფრო ნაკლები ინტერესის მქონე იყოს, უფრო მეტი ინტერესი მიენიჭოს გამოძიების და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

ის, რაც მოხდა, არის აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, როგორც ჩვენი კანონმდებლობით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. არაერთი გადაწყვეტილებაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში, სადაც მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს მოქმედება გამართლებულად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებდით კანონის სრული დაცვით. რომ არა ექსპერტიზა, ჩვენ დღეს არ გვექნებოდა ის სურათი, რაც გვაქვს.

კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას ჰქონდეს სრული წარმოდგენა. ჩვენ დღეს, როცა ვიძიებთ სხვადასხვა ტიპის დანაშაულს და მათ შორის ამ დანაშაულს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ჩვენ ეს ჩანაწერები ამოვიღეთ სხვადასხვა კერძო მესაკუთრის, ასევე 112-ის სარგებლობაში არსებული კამერებიდან, მერიის და ა.შ. ეს არის ღია სათვალთვალო კამერები, სადაც თითოეული ჩვენგანი, როცა გადავაადგილდებით ქალაქში, ხდება ჩვენი აღბეჭდვა და როცა ხდება დანაშაული, ბუნებრივია, სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, მოახდინოს ამ ჩანაწერების ფიქსაცია, გადაღება, დათვალიერება და მტკიცებულებად საქმეზე დართვა.

ჩვენ, გარდა იმისა, რაც კანონში წერია, რაც პროცესით არის და სისხლის სამართლის გამოძიებისთვის არის აუცილებელი, სხვა მეტი მოქმედება არ განგვიხორციელებია. ეს არის იმ კადრების შედეგი, რაც გამოძიებაში დევს. დედა ცნობილია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, მას უფლება აქვს, რომ ადვოკატთან ერთად გაეცნოს მასალას. თუკი რაიმე კითხვები არსებობს – რამდენად კანონიერად მოხდა ჩანაწერების მოპოვება, საქმეზე სწორად არის თუ არა დამაგრებული თითოეული მტკიცებულება, ბუნებრივია, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები.“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

თეგები: ალექსანდრე დარახველიძელექსო ლაშქრავას საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

შსს-მ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

ივლისი 24, 2021
801

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია