„აია-სოფია ჩვენი სუვერენიტეტის საკითხია – არავის შეუძლია ამ საკითხში ჩარევა“,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას haberglobal-ი ავრცელებს.
„ამ საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებას ჩვენთვის სავალდებულო ძალა არ აქვს. ყველას საჭირო პასუხი გავეცი. ეს ჩვენი სუვერენიტეტის საკითხია. არავის შეუძლია ამ საკითხში ჩარევა. მოხარულნი ვართ, რომ ეს რეალობად ვაქციეთ. ამ საკითხისადმი პოლიტიკური მიდგომები დაუშვებელია“, – აცხადებს ერდოღანი.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია – სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.











