„აია-სოფიას როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენახვას კვლავაც განვაგრძობთ, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ“,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას dailysabah-ი ავრცელებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით თურქეთის ხელისუფლებამ შეცდომა გამოასწორა.
„1934 წელს აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მივანიჭეთ, ეს გადაწყვეტილება იყო შეცდომა“,- აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია – სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.











