თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარის დროს.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მიიჩნევს, რომ საქართველო წამყვანი ელემენტია რეგიონული თანამშრომლობისთვის.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ერთად მოქმედება, განსაკუთრებით რეგიონულ სატრანსპორტო და ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მრავალმნიშვნელოვანი გახდა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მექანიზმის განახლების სურვილი. ერდოღანმა ღარიბაშვილს ხანძრებთან დაკავშირებით მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.











