საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და ცხინვალის იზოლატორში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაზე ისაუბრებენ დღეს ერგნეთის შეხვედრაზე.
უკვე რამდენიმე თვეა საოკუპაციო რეჟიმს უკანონოდ ჰყავს დაკავებული რამდენიმე მოქალაქე. მათ შორის, არიან ზაზა გახელაძე, რომელიც ოკუპანტებმა ივლისში დაჭრეს და გაიტაცეს. ხვიჩა მღებრიშვილი, რომელსაც აბსურდული მიზეზით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.











