შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე, ამ ეტაპზე, რეგისტრირებულია 19 200-მდე აპლიკანტი.
„ვინაიდან მხოლოდ 10 დღე დარჩა რეგისტრაციის დასრულებამდე, გვინდა მოვუწოდოთ აბიტურიენტებს, რომ გააქტიურდნენ და ეს პროცესი არ მიიყვანონ ბოლო დღეებამდე. 31 მარტის 18:00 საათამდე თუ ისინი არ დარეგისტრირდებიან, ვეღარ გადავლენ რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე, შესაბამისად, საგამოცდო პროცესს გამოეთიშებიან.
კვირაში ერთხელ, ჩვენ გვაქვს ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის, მაგრამ ეს არის სკოლების მიხედვით. მაგრამ ამ კვირაში, 24 მარტს, ჩვენ გვექნება ღია კარის დღე ყველა აბიტურიენტისთვის. შესაბამისი ონლაინ ბმული, სადაც უნდა შემოგვიერთდნენ, დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე და facebook გვერდზე უკვე ხვალ. თემა იქნება – რეგისტრაცია,” – განაცხადა სოფო გორგაძემ.











