ეროვნული ბიბლიოთეკის კინობიბილიოთეკას და კინოდარბაზს ქართველი მხატვრის, მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის სახელი ეწოდა.
ამის შესახებ მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს – რეზო გაბრიაძე – 85… ეროვნული ბიბლიოთეკის კინობიბილიოთეკას და კინოდარბაზს რეზო გაბრიაძის სახელი ეწოდა და ლეგენდარულ ვირთხა იპოლიტთან ერთად განახლებული ფორმით გაიხსნა.” – წერს კეკელიძე “ფეისბუქში”.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე 85 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.











