ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად ბიბლიოთეკის დირექტორმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
როგორც გიორგი კეკელიძე ამბობს, იგი თითქმის უკვე ერთი კვირაა თვითიზოლაციაში იმყოფება.
„ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით, მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის – მით უფრო პიროვნება თითქმის კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად ეროვნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით დაწესებული, ძალიან შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. ჩვენს ძვირფას თანამშრომელს კი მალე გამოჯანრთელობას ვუსურვებთ“,- ამბობს გიორგი კეკელიძე.











