„ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილის თქმით, ეროვნული შეთანხმება უნდა იყოს მოლაპარაკებების საბოლოო ამოცანა.
„ჩემი პირადი აზრი დიდი ხანია ესაა – სწორედ ეროვნული შეთანხმება უნდა იყოს მოლაპარაკებების საბოლოო ამოცანა-ყველაფერი სხვა, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, სინამდვილეში, ამისთვის აუცილებელი ატრიბუტებია, ინსტრუმენტები, ამ მიზნის მისაღწევად. ამ ქვეყნის გადარჩენის გზაც, მხოლოდ ეს გახლავთ. ალტერნატივა-შემდგომი პოლარიზაცია კი, თვითგანადგურება“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.
არსებული ინფორმაციით, ის მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.











