ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0719 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0771 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0052 პუნქტით გამყარდა.
1 ევროს შეძენა კი 3.6086 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.6156 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.007 პუნქტით არის გამყარებული.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 30 ივლისს, დაადგინა, ხვალიდან, 31 ივლისიდან ამოქმედდება.











