fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი შეიმუშავა

17:46 მარტი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს. როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, აღნიშნული მიზნით „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ ახალი რედაქცია შემუშავდა, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს ამოქმედდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი წესის შექმნა განპირობებულია, ერთი მხრივ, ევროდირექტივებთან დაახლოების მიზნით, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების საპასუხოდ. ახალი წესების თანახმად, ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხთან დაკავშირებული დაზღვევის მოთხოვნის შემთხვევაში, გამსესხებელმა მომხმარებელს სამი ორგანიზაციის ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. ამასთან, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ მას თავადაც – დამოუკიდებლად – შეუძლია ალტერნატიული პოლისის მოძიება და წარდგენა. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს ის მინიმალური პირობები გააცნოს, რასაც აღნიშნული პოლისი უნდა აკმაყოფილებდეს. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაზღვევასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციაც.

„განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები მომხმარებლისთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მათ შორის, ხელშეკრულების ცალმხრივად ცვლილების, ასევე, ე.წ. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დამატებითი სესხის გაცემისას, აღნიშნულის შესახებ მომხმარებლის გარდა, ინფორმაცია ასევე უნდა მიეწოდოს თავდებსა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესაც. ასევე, სესხის გაცემისას, სესხთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შესახებ უნდა მოხდეს მსესხებლის/თავდებისა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის ინფორმირება. შესაბამისი გაფრთხილების ტექსტი თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებებშიც უნდა განთავსდეს.

ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის, სადეპოზიტო და საკრედიტო პროდუქტების ამონაწერები გარკვეული პერიოდულობით უფასო უნდა იყოს. ამასთან, ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით, დაზუსტდა იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელსაც აღნიშნული ამონაწერი უნდა მოიცავდეს. ასევე, გაფართოვდა და დაზუსტდა რეკლამასა და შეთავაზებაში მისათითებელი ინფორმაციის ჩამონათვალიც.

დამატებით, განისაზღვრა ფიქსირებული და ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ცნება და დაზუსტდა წინსწრებით დაფარვის პირობები სხვადასხვა განაკვეთიანი სესხებისთვის.

ცვლილებებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით, მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ეროვნული ბანკიოპოთეკური სესხები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩია

ივლისი 26, 2021
777
ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ივლისი 7, 2021
956
საზოგადოება

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს

ივნისი 2, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია