ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3253 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9722 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9840 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0118 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.











