ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 414 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილია 3 915 ადამიანი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 21 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 234 083 ადამიანი.











