ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 85 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„სიენენის“ ცნობით, ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ დღეში აღრიცხული ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სულ ინდოეთში კორონავირუსი გამოუვლინდა 3 387 500-მდე პირს და გარდაიცვალა 61 529 პაციენტი. ვირუსისგან უკვე განიკურნა 2.5 მილიონამდე ადამიანი.











