22 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3843 მუშაკი უკვე აიცრა.
ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.












