სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ორჯერ ისაუბრა. საუბარი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
როგროც ფაშინიანი განმარტავს, მსგავსი საუბარი ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც იმართება.
„ბოლო 1 საათში ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ორჯერ ვესაუბრე. საუბარი შეეხო ლაჩინის დერეფნის დასახლებებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს, სამძებრო სამუშაოებს, გარდაცვლილთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის პროცესს, სამშვიდობოების განლაგებასა და დემარკაციას, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას რეგიონში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.











