„ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ამ საერთო შეთანხმების გარკვეული პუნქტების გაუთვალისწინებლობა ნიშნავს იმას, რაც არაორაზროვნად ითქვა – ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს დესტაბილიზაცია, დესტრუქციული გზით სიარული აწყობდეს, არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს რეგიონში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მე მაინც მგონია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემოვიდნენ პარლამენტში, რომლებმაც გადადგეს ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად კვლავ არიან მოქცეულები „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ ხისტი გავლენის ქვეშ და ერიდებიან განცხადებას თავის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ინტერესებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.










