fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ერთი პარტიის სამი განსხვავებული და ბუნდოვანი გადაწყვეტილება – ვის შეუქმნის კოალიციას “გირჩი”

01:17 აგვისტო 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
816
ნახვა

ერთი პარტიის სამი სახე, სამი განსხვავებული პოზიცია და ბუნდოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები – ეს „გირჩის“ სამი ლიდერია.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვინც მათ პარტიულ ინტერესს გაატარებს, იმისკენ იქნებიან.

ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ კოალიციური მთავრობის პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილი იქნება დიდი ალბათობით, ივანიშვილისკენ გადავლენ.

ხოლო ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნის…

„ტვ პირველის“ ეთერში  ჟურნალისტის კითხვას – შეუქმნის თუ არა „გირჩი“ კოალიციას „ქართულ ოცნებას“? ჯაფარიძე პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, არა.“

ჯაფარიძის ამ განცხადებამდე, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მათი ხმები ენმ-საც სჭირდება და ოცნებასაც, სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც, პარტიის ხმას დაიმსახურებს ის, ვინც მის ინტერესებს „მეტ თავისუფლებას“, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ერთპარტიულობის დასრულებას გაატარებს.

ხვიჩიას ამ განცხადებამდე, „გირჩის“ კიდევ ერთმა ცნობილმა სახემ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მოგების შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის პრემიერობის ყველაზე მაღალი შანსი მიხეილ სააკაშვილს ექნება და ის სისტემის ხელში ჩაგდებას მოინდომებს.

ამის გამო, „გირჩი“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ივანიშვილისკენ გადავლენ.

ცნობისთვის, იაგო ხვიჩია წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა თბილისის მერიის, განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის იურისტად. იგი ასევე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდგომ კი 2009-2013 წლებში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

ვახტანგ მეგრელიშვილი ასევე წინა ხელისუფლების დროს, იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

ხოლო ზურაბ ჯაფარიძე 2012-2015 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიზურაბ ჯაფარიძეიაგო ხვიჩია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – გვაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება, გვსურს, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ, ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მას შეხვდეს

დეკემბერი 7, 2021
777
მთავარი ამბავი

დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არა – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

დეკემბერი 1, 2021
822
პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ – იაგო ხვიჩია

დეკემბერი 1, 2021
789

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია