“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და ამის მიუხედავად ვერ დაიჭერენ.
მელიამ მის მიერ სამაჯურის მოხსნაც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ კანონი დაარღვია, მაგრამ ვერ დაიჭირეს და ახლაც იგივე მოხდება.
“ვერ დამიჭერენ ნამდვილად და თუ თვლიან, რომ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირონ და ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერენ. იმიტომ რომ, მათ მშვენივრად იციან, ახორციელებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. დასაჭერი მათი გადმოსახედიდან, რომ ჰკითხოთ, თითქოს სამართალს ვარღვევ და ვეწინააღმდეგები კანონის მოთხოვნებს, 2 ნოემბერსაც დასაჭერი ვიყავი. როგორ, ვიღაც კადნიერი ადგა რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ავიდა და სამაჯური მოიხსნა და გადმოაგდო, თუ მე კანონი დავარღვიე, რატომ არ დამიჭირეს. მეტიც, თქვეს რომ მართალი ყოფილაო მელია. პროკურატურამ ეს უთხრა სასამართლოს, სამაჯური რომ გადააგდო, მართალი ყოფილაო,“ – ამბობს ნიკა მელია.
პროკურატურის ცნობით, ნიკა მელია გირაოს თანხას არ იხდის – ის უწყებაშია დაბარებული











