fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეს ადამიანი თვითონ აღარ არის ადეკვატური – მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

21:21 სექტემბერი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
992
ნახვა

„სააკაშვილის განცხადებებზე ამ ბოლო დროს ძალიან ჭირს ადეკვატური და რელევანტური კომენტარებს გაკეთება, იმიტომ, რომ ეს ადამიანი თვითონ აღარ არის ადეკვატური“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლეობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.

მისი თქმით, არის საკითხები, რომელზეც ასეც რომ ფიქრობდე, არ უნდა ილაპარაკო, რადგან შენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„არის რაღაც საკითხები, ასეც რომ ფიქრობდე, შეიძლება ამაზე არ უნდა ილაპარაკო, იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, დამაზიანებელია შენი ქვეყნისთვის, მათ შორის უკიდურესად დამაზიანებელია განცხადება, როდესაც ცუდად მოიხსენია  ევროდირექტივები და იდიოტიზმი უწოდა. არ არსებობს, რომ ადამიანი რასაც ფიქრობ და რა განწყობაც გაქვს, რაღაც პერიოდულობით არ წამოგცდეს. ხან კოლონისტებს ეძახდა ევროპელებს და ამერიკელებს, ახლა ამბობს, რომ ევროდირექტივები არის იდიოტობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჩვენ უნდა შევასრულოთ როლი, რომელიც შეიძლება ერთადერთი მიზნისკენ მიდიოდეს, რასაც ჰქვია სტაბილურობა, მშვიდობა, მოლაპარაკება და რეგიონის უსაფრთხოება.

„ჩვენ აბსოლუტურად ნეიტრალურ პოზიციაში ვდგავართ და ეს არის სწორი, პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პირიქით, ჩვენ უნდა შევასრულოთ როლი, რომელიც შეიძლება ერთადერთი მიზნისკენ მიდიოდეს, რასაც ჰქვია სტაბილურობა, მშვიდობა, მოლაპარაკება და რეგიონის უსაფრთხოება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ დროს ნებისმიერი, ეროვნული ინტერესების ჩარჩოდან ამოვარდნილი განცხადება არის დამაზიანებელი.

„ამ დროს ნებისმიერი განცხადება, ობიექტური იქნება, სუბიექტური, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, ნებისმიერი განსხვავებული, ეროვნული ინტერესების ჩარჩოდან ამოვარდნილი განცხადება არის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანს, ხშირად წამოსცდება ხოლმე ანტიევროპული ბევრი ფრაზა და განცხადება. თუმცა გასაკვირი სულაც არ არის. გავიმეორებ ჩემს და ჩვენი გუნდის წევრების ნათქვამს, რომ ეს ადამიანი ედგა ამ ქვეყანას სათავეში და პარტიას, რომელმა პარტიამაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ამ რეზოლუციის მიღება მოხდა აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძემიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

დეკემბერი 30, 2021
786
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია