“ამ თანამედროვე ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ.
“20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგძობს თავისი წვლილის შეტანას. ამ თანამედროვე ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.











