“დიდი ალბათობის, არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა და მოგეხსენებათ, ეს არის ნებაყოფლობითი აცრა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, პირველი ჯგუფები, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ, ექიმები და მუხოცთა თავშესაფარში მყოფი ადამიანები იქნებიან.
“პირველი ჯგუფბი იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები, ამას მოყვება შემდეგ 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა, სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონეები და ასე შემდეგ”, – განაცხადა ამრიან გამყრელიძემ.











