„ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ“ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს სადაც აჭარა ოკუპირებულ ტერიტორიად არის აღნიშნული.
„სიმართლე გითხრათ, თავიდან „ფეიკი“ მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“, – წერს მდინარაძე
ბანერები ბათუმში რამდენიმე დღის წინ გააკრეს, რომელიც მიზნად წინასაარჩევნო მესიჯს ისახავს, ამავდროულად მესიჯი შუღლის გაღვივებისა, ქსენოფობიად აღიქმება.
წინასაარჩევნო ბანერებზე წარწერით პარტია ადამიანებს მოუწოდებს: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”
სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!
Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on შაბათი, 29 აგვისტო, 2020