fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება – დავით ზალკალიანი

17:52 იანვარი 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

„მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში, ასევე, ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოსა რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის ჩვენი ქვეყნის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის – სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12- წლიანი ძალისხმევის შედეგი და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვაგრძოთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

თეგები: დავით ზალკალიანირუსეთ-საქართველოს ომისტრასბურგის სასამართლო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
840
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

სექტემბერი 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია