fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეს არის ტყუილი, რაც მან დააბრალა ჩვენს ქვეყანას – სოზარ სუბარი სერგი კაპანაძის განცხადებაზე

19:55 აპრილი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
794
ნახვა

„ბატონი კაპანაძე ამბობს, რომ საქართველომ გამოიყენა კასეტური ბომბები ცხინვალის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაულის დაბრალება საქართველოსთვის და ეს არის განცხადება, რომელიც ძალიან მძიმედ შეიძლება დაგვხვდეს ჰააგის სასამართლოში“ – განაცხადა ტვ „პალიტრის“ ეთერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

 

მისი თქმით, ეს არის ტყუილი, რაც მან დააბრალა ჩვენს ქვეყანას, ეს არის დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ მსგავსი იარაღი არ გამოუყენებია საქართველოს, მაგრამ ეს რომ სამტკიცებელი გაგვიხდა, ესეც იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების გამო, რასაც რუსეთი ეჭიდებოდა და სავარაუდოდ, დღესაც მოეჭიდება.

ეს განცხადება რომ გაკეთებულიყო სტრასბურგის სასამართლოს წინ, ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევდა იუსტიციის სამინისტროს, რომ გაექარწყლებინა. ეს განცხადება როგორ დაგვხვდება წინ ჰააგის სასამართლოში, ისევე, როგორც რამდენი ბრძოლა მოგვიწევს ჰააგის სასამართლოში იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელზეც ნაციონალურ მოძრაობას ხელი აქვს მოწერილი და ხმა აქვს მიცემული სტრასბურგში, ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და ტკივილი. ამაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი მოღალატური განცხადებები არ აკეთონ. სტრასბურგის რეზოლუციასთან დაკავშირებით, დღეს თავს იმართლებენ იმით, რომ კი, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ მოღალატურ პუნქტს, მაგრამ ამ მოღალატური პუნქტით იქვე ვაღიარებინეთ სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეას, რომ რუსეთმა ჩაიდინა ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. სინამდვილეში, სულაც არ სჭირდებოდა საქართველოს ხელმოწერა ამ რეზოლუციაზე, სრულიად საკმარისი იყო ხმები, რომ ეს რეზოლუცია მიღებული ყოფილიყო ქართველების დასტურის გარეშე.

რუსეთი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ კენჭისყრაში და გასული იყო. ამ დროს, როცა საქართველოს დელეგაცია მხარს უჭერს და ხელს აწერს, თითქოს საქართველო იყო ომის დამწყები, ეს არის ღალატი სამშობლოს წინაშე. მე ვეუბნები მას პირადად, რომ ეს არის ტყუილი, რაც მან დააბრალა ჩვენს ქვეყანას, ეს არის დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ მსგავსი იარაღი არ გამოუყენებია საქართველოს, მაგრამ ეს რომ სამტკიცებელი გაგვიხდა, ესეც იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების გამო, რასაც ეჭიდებოდა და დღესაც მოეჭიდება რუსეთი სავარაუდოდ“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის ერთერთი წევრის მიერ „ჰუმან რაითს ვოჩისთვის“ მიცემული მსგავსი განცხადება არსებობდა მანამდე და ძალიან სერიოზული მუშაობა დასჭირდა იუსტიციის სამინისტროს, რომ გაებათილებინა.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია