„მე ორი წელი მიწევდა მუშაობა გიორგი ვაშაძესთან. ეს აუცილებლად იქნება ეპოქის დასაწყისი კარგად დაგეგმილი სტრატეგიისა“,- ამის შესახებ „პარტია კანონი და სამართლის“ დამფუძვნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გიორგი ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, გიორგი ვაშაძე უალტერნატივო ლიდერია.
„ბავშვობაშიც ალბათ გამოცდილი გაქვთ, რვეული რომ გაგიფუჭდებოდა, სულ გინდოდა რომ ის გამოგეცვალა. შეცდომების გამოსწორება შეიძლება და კარგიც არის, მაგრამ როდესაც გაქვს შანსი, რომ გყავდეს ლიდერი, რომელიც სუფთა ფურცლიდან იწყებს ქვეყნის შენებას, ეს დიდი ბედნიერებაა.
მე სადაც დავდივარ, ყველა თანხმდება, რომ უალტერნატივო ლიდერია. მე მინდა ამ რაიონში რისი გაკეთებაც დავიწყე, დავასრულო. ასე იქნება მთელ საქართველოში.
მართლა მეუხერხულება უკვე. რაღაც უნიჭობა მგონია. რა დაგვემართა ასეთი ხალხო, რა მოგვივიდა 30 წელი, რომ ყველა რაღაცას ეღირსა, ჩვენ ვერ ვეღირსეთ ვერაფერს. იმიტომ, რომ ქვეყააში არ მოხდა სამართლებრივი რეფორმა“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.











