fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეს იყო მცირე ხარვეზი, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან დიდი გაზვიადება მიენიჭა – ელენე ნიჟარაძე

15:13 დეკემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
842
ნახვა

„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, პარალელური დათვლების დროს დაშვებული ხარვეზი არ იყო იმ მნიშვნელობის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია.

„ეს იყო მცირე ხარვეზი, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან დიდი გაზვიადება მიენიჭა და წარმოჩენილი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნა და რევულუციაზე იყო საუბარი. ეს არის ძალიან არასწორი და გაზვიადებული შეფასება, ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად იმიტომ, რომ საზოგადოების ყურადღება გადმოტანილი ყოფილიყო „პივიტის“ შედეგებზე და სერიოზული დარღვევები რაც იყო, იმის იგნონირება მომხდარიყო. ეს მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დისკრედიტაციას, რასაც ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. არ ვთვლი, რომ ეს იყო ისე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რასაც შეიძლებოდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია. ესაა სპეკულაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

ამასთან, ნიჟარაძე განმარტავს, რატომ მოხდა დაშვებული შეცდომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაგვიანებით:

„9 დეკემბერს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „პივიტის“ შედეგებით მმართველი პარტიის მხრიდან ერთგვარი მანიპულირება ხდებოდა უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში. იცით, რომ ეს მოლაპარაკებები არის დახურული და საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა, არასწორი იქნებოდა, რომ კიდევ გადადებულიყო ინფორმაციის გავრცელება. ჩავთვალე, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ მიწოდებული საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მხარეს თანაბრად ჰქონდეს ინფორმაცია იმ არგუმენტების შესახებ, რომელიც მოლაპარაკების პროცესში გამოიყენება. ის, რომ ეს შედეგები გამოიყენებოდა, ძალიან გვიან გახდა ცნობილი. შესაბამისად ამ დროში მაქსიმალურად დაჩქარებული იყო ეს განცხადება. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მომდევნო რაუნდი მოლაპარაკების და ჩემი მხრიდან დაშვება იყო, რომ ამ თემაზე სპეკულაცია კიდევ შეიძლება განახლდებულიყო, რაც არასწორი იქნებოდა. ამიტომ ეს განცხადება დაჩქარებული წესით გამოვაქვეყნეთ“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

შეკითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ხარვეზის შესახებ „ქართულ ოცნებას“ ინფორმაცია, ნიჟარაძემ განაცხადა:

„არაფერს არ გამოვრიცხავ, ჩვენ, სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მიყურადება ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება უკვე. ეს არის ის კითხვა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს პასუხი. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიების საკითხი არის ძალიან სასაცილო. არ ვიცი, რა მუხლით უნდა დაიწყონ გამოძიება, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს კიდევ ერთი დეტალია, რითაც “ქართული ოცნება” სპეკულაციას ახდენს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

თეგები: ელენე ნიჟარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა

დეკემბერი 24, 2020
1.3k
მთავარი ამბავი

თეა წულუკიანი ISFED-ზე: აღმოჩნდა, რომ თურმე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ იქირავა წესიერი „აიტიშნიკი“

დეკემბერი 15, 2020
826
მთავარი ამბავი

მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება, თუმცა ეს არის რეალობა – ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი

დეკემბერი 12, 2020
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია