დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გამოყენება ისეთი დისკომფორტი არაა, რომლის გამოც გამოცდები უნდა გადაიდოს.
როგორც გამყრელიძემ „პოსტვ“-ის ეთერში განაცხადა, იმის გამო, რომ ახალგაზრდებს 3-4 საათით პირბადე ექნებათ გაკეთებული, მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ იმოქმედებს.
„როდესაც კითხვას სვამენ, რომ გამოცდების პერიდოში, 3-4 საათი ახალგაზრდებს პირბადე თუ უკეთიათ, ეს ხომ არ მოქმედებს მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე – გადაჭარბებული შეფასებაა.
მაშინ, ჩვენ, ექიმებმა რა ვქნათ?! მთელი დღე პირბადით ვმუშაობთ! დღეს პირბადე ჩვენი ცხოვრების მთავარი ატრიბუტი გახდა და ასე იქნება, სანამ კაცობრიობა პანდემიას არ დაძლევს. ამას უნდა შევეჩვიოთ. მცირე დისკომფორტი არის, ეს გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეროვნულ გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება. სხვა წესებთან ერთად, აბიტურიენტებს პირბადის ტარება მოუწევთ. წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე.











