აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება.
ზალკალიანი Twitter-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პომპეოს ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ნიშნულზე აიყვანს.
„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს“, – წერს ზალკალიანი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ მომპეო თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ხვალ პომპეო ხელისუფლების წევრებს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.











