“რომელიმე კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით რომელიმე ოპოზიციური პარტია თუ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას და პარლამენტში შემოსვლას, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომა არ არის”, – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას.
„მათი მოვალეობაა, მონაწილეობდნენ საპარლამენტო ცხოვრებაში და ის მანდატი, რომელიც მათმა ამომრჩეველმა მიანიჭა, სრულფასოვნად უნდა ხორციელდებოდეს. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პარტიისგან ვხედავთ საპირისპირო მიმართულებას, მაგრამ მსგავსი ინიციატივები, რომლის მიზანიც არის გარკვეულწილად მოხდეს მათი მანდატებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, კარგი პროცესი და ყველა შემთხვევაში სწორი მიმართულებაა. ადრე თუ გვიან, პარლამენტში ვიხილავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მანდატი აქვს მინიჭებული. ეს არის სწორი, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევა, თუ პარლამენტში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.










