საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გადაწყვეტილებით შემდეგი სეზონიდან გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებენ.
ამის შესახებ შაქარაშვილის სახელობის სტადიონის გახსნაზე, კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.
„გამომდინარე იქედან, რომ სეზონი დაწყებულია და რეგულაციით დღეს ეს შეუძლებელია, მომავალი წლიდან აუცილებლად 21 ნომრიანი მაისური მოთავსდება მუზეუმში და ეს მაისური ყოველთვის იქნება შაქარასი. ყველას ეცოდინება, რომ შაქარა არის გუნდის წევრი და 21 ნომერი ჩვენთან ერთად თამაშობს და ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად 3 აგვისტოს გაიხსნა.











