,,გახარიას პარტიის შექმნა არის დისკომფორტი ირაკლი კობახიძის და თალაკვაძის შემადგენლობისთვის. მთავარ დაკვეთას, რომელიც აქვს ხალხს, ეს პარტია ვერ დააკმაყოფილებს, ვინც მის შემადგენლობაშია ხელისუფლებაში 8-9 წელი იყო ნამყოფი და როგორ კარგად ვცხოვრობთ ამის შედეგად ყველა კარგად ვხედავთ”,- ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ეს პარტია ამ ეტაპზე შეადგენს დისკომფორტს კობახიძე-თალაკვაძის გუნდისთვის, მათ აქვთ გარკვეული პიროვნული წინააღმდეგობები, ხალხს რაც სჭირდება, ახალი ძალა, ახალი იდეებითა და ენერგიებით ეს პარტია ვერ იქნება იმიტომ, რომ ხელისუფლებაში უკვე იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა დოლიძემ.











