„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ე.წ კასრების თემა დემაგოგიაა და არანაირი ფაქტი არ არსებობს.
სამადაშვილი ე.წ. კასრების საქმეს რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილ მითს უწოდებს.
„ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია. თქვენ ახლა გადადიხართ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არის შავ-ბნელი რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი რაღაც მითები“, – ამბობს სამადაშვილი.











