დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკია.
,,ბოლო ერთი კვირაა, ვაკვირდებით, რომ დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მცირედით, მაგრამ იმატებს, პარალელურად პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 43%-ზე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ შეიძლება კვლავ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა.











