ესპანეთის მთავრობა ესპანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
გამოხმაურებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ესპანეთის დაინტერესებას, გაზარდოს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი საქართველოში პროექტების დასაფინანსებლად.
„ესპანეთი და საქართველო პოზიტიურ ორმხრივ ურთიერთობას ინარჩუნებენ, რომლის განვითარების სურვილი ორივე ლიდერმა გამოთქვა, განსაკუთრებით ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების სფეროში. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ბიზნესცენტრი აზიასა და ევროპას შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.
El PG, @sanchezcastejon, se ha reunido con el primer ministro de Georgia, @GharibashviliGe.
España y Georgia mantienen unas relaciones bilaterales positivas que ambos líderes han querido impulsar con este encuentro, especialmente en el ámbito comercial
ℹ️https://t.co/2uQU54nlMD pic.twitter.com/mNFAmXYzLE
— La Moncloa (@desdelamoncloa) May 20, 2021











