პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით,- ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ესპანეთი კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის, თუმცა პრემიერის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მხრივ, დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
სანჩესის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინირებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას აღემატება. კერძოდ, ქვეყანაში ვაქცინის ორივე დოზა 3,452,119 ადამიანმა გაიკეთა.
„ახალ ეტაპს მივაღწიეთ. ჩვენი მიზნისკენ სწრაფვა უნდა განგვაგრძოთ, ზაფხულის დასრულებამდე მოსახლეობის 70%-ი უნდა იყოს ვაქცინირებული. პანდემიის დასასრულს სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით“,- განაცხადა სანჩესმა.











